პარლამენტის საგამოძიებო კომისია

ორ დღეში პარლამენტი არასრულწლოვნების გახმაურებული მკვლელობის დამოუკიდებელ გამოძიებას დაიწყებს.

პირველ ეტაპზე დეპუტატები სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობას გეგმავენ, რის შემდეგაც უკვე კონკრეტული პირების გამოკითხვა იგეგმება.

ახლა ყველაზე საინტერესოა, ვის მოუწევს პირველს საპარლამენტო კომისიის წევრთა მწვავე კითხვებზე პასუხების გაცემა.

17-კაციან კომისიაში ყველა საპარლამენტო ძალაა წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობის” გარდა, რომელმაც დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

კომისიის შექმნის წინააღმდეგ მიცემული ერთადერთი ხმა კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ეკუთვნოდა.