საგამოძიებო კომისია პარლამენტში

პარლამენტი ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სპეციალურ საგამოძიებო კომისიას დაამტკიცებს.

წინასწარი ინფორმაციით, კომისია მუშაობას უკვე მეორე დღეს, საქმის მასალების გამოთხოვით და შესწავლით დაიწყებს. ასევე დეპუტატები გეგმავენ მოწმეებთან ერთად გამოკითხონ საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები, გამომძიებლები და ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.

ამ დრომდე არ არის კონკრეტულად ცნობილი ვინ შევა კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. საკითხზე კონსულტაციები გრძელდება. პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში სულ 17 წევრი იქნება. უმრავლესობა საპარლამენტო უმცირესობას პარტია „ევროპულ საქართველოს“ ეყოლება. სპეციალურ ჯგუფს ვიცე სპიკერი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს. კომისიის წევრები უმცირესობიდან იქნებიან ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, ირმა ნადირაშვილი და გიგა ბოკერია. ორი მანდატით იქნება წარმოდგენილი კომისიაში „პატრიოტთა ალიანსი“. ესენი არიან: ადა მარშანია და გელა მიქაძე. კომისიაში იქნება დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი. დარჩენილი 5 ადგილი კი „ქართული ონცების“ დეპუტატებით დაკომპლექტდება.

შეგახსენებთ, კომისიაში პროტესტის ნიშნად არ შედის „ნაციონალური მოძრაობა“.