არასრულწლოვნების საქმეზე დაკავებულ მერაბ მორჩაძეს ბრალი დღეს უნდა წარუდგინონ
პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, მირზა სუბელიანს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, გუშინ დააკავეს, ბრალს ოფიციალურად დღეს ან ხვალ წარუდგენენ. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
მას შემდეგ, რაც რეზონანსული საქმე ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა, სულ ორი ადამიანია დაკავებული.
მირზა სუბელიანის აყვანამდე, გამოძიებამ 8 ივნისს მერაბ მორჩაძე, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დააკავა. კანონით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით, მას ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წარუდგინონ.