დეპუტატები ფარული ჩანაწერების საქმეს ეხმაურებიან

15:12, 21.10.2018

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია აფასებს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ნათლად ჩანს, რომ ჩანაწერი ავთენტურია და საზოგადოება ხედავს ბინძური საქმეების გამკეთებლების ჩხუბს. მისივე თქმით, მირზა სუბელიანმა საგამოძიებო კომისია მოატყუა.

უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ ეს არის საკითხი, რომელიც საზოგადოების ინტერესის სფეროა, სავარაუდოდ, ამიტომ მიიღო პროკურატურამ ჩანაწერის სრული ვერსიის გავრცელების გადაწყვეტილება.

მსგავსი