ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს, პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, მირზა სუბელიანს ბრალს ოფიციალურად დღეს ან ხვალ წარუდგენენ. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
მას შემდეგ, რაც რეზონანსული საქმე ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა, სულ ორი ადამიანი დააკავეს.
სუბელიანის აყვანამდე, გამოძიებამ 8 ივნისს მერაბ მორჩაძე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დააკავა.
კანონით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით, მას ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წარუდგინონ.