შეფასებები მირზა სუბელიანის დაკავებაზე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს მმართველ გუნდში.

დეპუტატების თქმით, მას შემდეგ რაც საქმეზე ახალი გარემოებები გამოიკვეთა და რამდენიმე მოწმემ დუმილი დაარღვია, მირზა სუბელიანი საგამოძიებო უწყებამ დააკავა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში ხელშეუხებელი და დაუსჯელი არავინ დარჩება, თუ მის წინააღმდეგ მტკიცებულებები იარსებებს.