დავით მათიკაშვილი - ყველა ბრალდებული, ვისაც კი რამე სახის შემხებლობა აქვს ხორავას ქუჩის საქმესთან, შესაბამისად დაისჯება
დავით მათიკაშვილი - ყველა ბრალდებული, ვისაც კი რამე სახის შემხებლობა აქვს ხორავას ქუჩის საქმესთან, შესაბამისად დაისჯება

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი მირზა სუბელიანის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა ბრალდებული, ვისაც კი რამე სახის შემხებლობა აქვს ხორავას ქუჩის საქმესთან, შესაბამისად დაისჯება.

„დღევანდელი მოცემულობა იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველა მიმართულებით, სახელმწიფო, როგორც საგამოძიებო კომისიის მხრივ, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს იმისთვის, რომ ამ საქმეზე ყველა კითხვას პასუხი გაეცეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით მათიკაშვილმა.

მირზა სუბელიანი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დღეს დააკავეს. შსს-ს ცნობით, სუბელიანი ბრალდებას აღიარებს.