მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია მირზა სუბელიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს. განცხადება ამის შესახებ ერთი საათის წინ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა.
მინისტრის მოადგილემ მერაბ მორჩაძის ბრალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისევ მიმდინარეობს ძიება იმ პირთა გამოსავლენად, ვისაც რაიმე კავშირი ჰქონდა დანაშაულთან.
რა ხდება ამ დროისთვის უწყებასთან, გრძელდება თუ არა სხვა პირთა გამოკითხვის პროცესი, გიორგი კობერიძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.