„ევროპული საქართველოს“ რეზოლუციის პროექტი დღეს განიხილება

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ რეზოლუციის პროექტი განიხილება.

საუბარია პროექტზე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულებას ეხება.

ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლების რეკომენდაციები საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითვალისწინებდა. ასევე, მათი მოთხოვნა იყო გამოძიების დაწყება მირზა სუბელიანის ქმედებებზე და იმ კონკრეტული ადამიანების დასჯა, რომლებმაც საქმის სრულფასოვან გამოძიებას ხელი შეუშალეს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა განცხადებები გვიან ღამით პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთეს.