დანაშაულის დაფარვის საქმე

ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი საპატიმროს ივლისში დატოვებს. ერთი წელი და ერთი თვე,- ასეთია სასჯელის ვადა, რომელიც დღეს გამოცხადებული განაჩენით განისაზღვრა.

სუბელიანი გახმაურებული მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამაა. მოკლული სარალაძის მამა, ოპოზიცია და უფლებადამცველები გამოძიებაზე ზემოქმედების კონტექსტში მის გვარს ხშირად ახსენებდნენ და სუბელიანის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვდნენ.

მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილებით ორივე მხარე უკმაყოფილო დარჩა.