ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლოში ერთი მოწმე დაიკითხა. დახურულ კარს მიღმა 51-ე საჯარო სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს მოუსმინეს. ის პროკურატურის მოწმეთა სიაშია.
სხდომის დასრულების შემდეგ, დაცვის მხარემ განაცხადა, რომ მოწმემ დეტალებზე ისაუბრა, თუ რა უძღვებოდა წინ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას. ადვოკატის მტკიცებით, არასრულწლოვანმა სასამართლოს ინფორმაცია უშუალოდ კონფლიქტის შესახებაც მიაწოდა.
დღეს ბრალდების მხარეს ორი მოწმე ჰყავდა წარმოდგენილი, რომელთაგან მხოლოდ ერთის დაკითხვა მოხერხდა.
სასამართლო განხილვა 7 მარტს გაგრძელდება.