ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოში ის არასრულწლოვანი იკითხება, რომელიც 1 დეკემბერს მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობდა და საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.
გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამ მოზარდმა დაურეკა პირველი ექსპერიმენტალური სკოლის მოსწავლეს, მის დეიდაშვილს და დახმარება თხოვა. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულ მოწმეს დაპირისპირება გარდაცვლილებთან ჰქონდა. ის ორივე ინციდენტს შეესწრო – 51-ე სკოლის საპირფარეშოში და ხორავას ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ ეზოში.
ადვოკატები ამბობენ, რომ საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება რადიკალურად შეცვალა.
საქმის განილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.