გიორგი შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე  ჯგუფურ ძალადობაში, მის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული არასრულწლოვნების ეპიზოდი დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულ ნ.ც-ს ადვოკატი დასკვნით სიტყვას იტყვის, რის შემდეგაც მხარეები რეპლიკით, ხოლო ბრალდებულები საბოლოო სიტყვით ისარგებლებენ.

დაცვის მხარის განმარტებით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორის განცხადებით, აღნიშნული მოცემულობით არასრულწლოვნების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ელოდებიან.