არასრულწლოვნების გამოკითხვა საგამოძიებო კომისიაზე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არასრულწლოვნების გამოკითხვას განაგრძობენ. კომისიის წევრები დღეს ახსნა-განმარტებებს 51-ე სკოლის მოსწავლეებისგან მოისმენენ. დღევანდელი გამოკითხვებიც ფსიქოლოგების თანდასწრებით მოხდება.