არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს.
საქმის ორი მთავარი მოწმე მ.კ. და ა.ს. დღეს ფსიქოლოგების თანდასწრებით იკითხებიან. დეპუტატების შეკითხვებს დღეს კიდევ ორი არასრულწლოვანი უპასუხებს. ცნობილია, რომ მოზარდები საქმეზე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებსაც აზუსტებენ.
გიორგი კობერიძე მუშაობს თემაზე.