უბედური შემთხვევა ვაკის პარკში – დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

18:10, 14.10.2022

ვაკის პარკში გუშინ დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაშავებული ორი მოზარდიდან ერთ-ერთი კლინიკიდან გაწერეს.

ექიმების შეფასებით მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მეორე ბიჭი კი ამ დრომდე „ნიუ ჰოსპიტალის“ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. ბავშვი დღეს ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს და მას კომუნიკაცია ჰქონდა ოჯახის წევრებთან. ექიმის შეფასებით ამ ეტაპზე არ არსებობს მისი უცხოეთში გადაყვანის აუცილებლობა, თუმცა მისი მდგომაროება საყურადღებოა.

მსგავსი