არასრულწლოვანის ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა მშობლის მიერ არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

დადგინდა, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, 2002 წელს დაბადებულ არასრულწლოვან გოგონას მამა ქორწინებას აიძულებდა.

არასრულწლოვანის უსაფრთხოების მიზნით, პოლიციამ მისი მშობლების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოსცა.

გოგონა ამჟამად თავშესაფარშია გადაყვანილი და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ფაქტზე მიმდინარეობს.