უკვე სამ საათზე მეტია, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არასრულწლოვან თვითმხილველებს კითხავენ. ეს პირები 51-ე სკოლის მოსწავლეები და ხორავას ქუჩაზე მომხდარი ფაქტის შემსწრეები არიან. დეპუტატების მთავარი კითხვებია თუ რა იციან არასრულწლოვნებმა სკოლის საპირფარეშოში მომხდარ ინციდენტზე და ასევე, რა ნახეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დროს. არასრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვა ფსიქოლოგებისა და მშობლების თანდასწრებით ხდება, პროცესს სახალხო დამცველის მოადგილეც ესწრება. ამის შემდეგ, გამოკითხვები უკვე პარლამენტში გაგრძელდება, სადაც ერთი თვითმხილველი გამოიკითხება.