როგორი იქნება დასავლური დაფინანსების პირობები და როგორ შეიცვლებიან ადრესატები – კარლ ჰარცელისა და პეტერ ფიშერის შემდეგ, განცხადებას აკეთებს საფრანგეთის ელჩიც. შერაზ გასრი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დეფაქტო შეჩერებას მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებს და აცხადებს, რომ ფრანგული ფინანსური დახმარება საქართველოს ბიუჯეტის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისკენ მიიმართება. დიპლომატი ასევე განმარტავს, რომ გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ „ქართული ოცნება“ პარტნიორებთან პოლიტიკას შეცვლის.
რატომ ხდება ფინანსური დახმარების შეჩერება თავდაცვის სფეროსთვის და ამ რესურსის განაწილება მესამე სექტორზე – ეს კითხვა მმართველ გუნდთან ერთად ოპოზიციის ნაწილსაც აქვს. „ქართული ოცნება“ მკაფიოდ აცხადებს, რომ დაფინანსების უკან კონკრეტული ინტერესი დგას.