საქართველოში ევროკავშირის ყოფილ ელჩს ევროპული ბიზნეს-ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი უპირისპირდება.
დევიდ ლის განცხადება საკმაოდ რეზონანსულ აღმოჩნდა. ასოციაციის ექს-დირექტორი თვეების შემდეგ პირველად ამბობს, რომ აპრილში თანამდებობა კარლ ჰარცელის ზეწოლის შედეგად დატოვა. მიზეზად საკუთარ პოლიტიკურ განცხადებებს ასახელებს, რომლებსაც, როგორც თავად განმარტავს, სავარაუდოდ, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აპროტესტებდა. ოთხი წლის წინ შექმნილი ასოციაციის ყოფილი გენერალური დირექტორი მწვავედ აკრიტიკებს საერთაშორისო სავაჭრო პალატასაც და მათ საქართველოს საინვესტიციო გარემოზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში და ინვესტორების ხელოვნურად დაბლოკვაში ადანაშაულებს. კრიტიკის სამიზნეა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობაც“, რომლებსაც დევიდ ლი კორუმპირებულ და პოლიტიკური ინტერესებით მოქმედ ორგანიზაციებად მოიხსენიებს.
ნოდარ ჩაჩუა ესაუბრა საქართველოდან ინგლისში წასულ დევიდ ლის.