საქართველოში გერმანიის ელჩის დაჯილდოება

საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, პეტერ ფიშერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისათვის შეტანილი წვლილისათვის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

საზეიმო ცერემონიის ფარგლებში გერმანიის ელჩმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე ილაპარაკა. როგორც პეტერ ფიშერმა აღნიშნა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პრიორიტეტი არის 12 რეკომენდაცია. მისივე თქმით, პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გერმანია მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. დღესვე ჩატარდა გერმანიის აკადემიური სამსახურის დაფინანსებით გამართული ქართულ-გერმანული საზაფხულო სკოლის დახურვის ცერემონიაც, რომლის ფარგლებშიც გერმანელ და ქართველ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.