არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების განცხადება

ბუკნარში განვითარებული მოვლენების გარშემო დისკუსია არ წყდება.

არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების ნაწილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს და მისი გაუქმების ინიციატივით გამოდის. მხარეთა შერიგების მიუხედავად, ხელისუფლების სახელზე გავრცელებული მიმართვის ავტორები ფიქრობენ, რომ რელიგიური დაპირისპირების მიზეზები ღრმად არის გამოსაკვლევი და რელიგიის თავისუფლების სფეროში რეფორმებია გასატარებელი. განცხადების ხელმომწერები საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციის ახალი მოდელის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე მიუთითებენ.

შენიშვნას, რომ სააგენტო რელიგიური კონფესიების უფლებებს სათანადოდ არ იცავს, ადრესატი კატეგორიულად არ ეთანხმება.