ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა რუსთავში

ტოლერანტობის დღე აღინიშნა რუსთავში.

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულმა ეკლესიამ საქართველოს რელიგიური ორგანიზაციებისთვის ღონისძიება გამართა. სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული მრავალფეროვნების თვალსაზრისით, საქართველოს გამორჩეული ადგილი უკავია და ტოლერანტულ გარემოში მშვიდობიანი თანაცხოვრების უნიკალური, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გააჩნია. მომავალ წელს სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები თარიღის აღსანიშნავად სომხურ ეკლესიაში შეიკრიბებიან.