შეხვედრა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ახალი ალბომის, „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნში ასახულია ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების, ყველა მოქმედი საკულტო ნაგებობის შესახებ, მათი რაოდენობა, მისამართი, სახელწოდება, ფოტოსურათი, აშენების თარიღი, სტატუსი და წინამძღვრის ვინაობა ფოტოსურათით. პრეზენტაციას ხელისუფლებისა და საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

დატოვე კომენტარი