სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი ამინდი საქართველოში 21 აგვისტომდე შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოში 20 აგვისტომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.
სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში 19-20 აგვისტოს ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს.
ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი იქნება. ამავე ტემპერატურას პროგნოზირებენ თბილისშიც, სადაც დღეს და ხვალ დროგამოშვებით წვიმაა ნავარაუდევი.