აქონდროპლაზიის დაავადების მართვის პროტოკოლი მხარდაჭერილია და ხელმოწერის მიზნით მინისტრის აპარატში გადაიგზავნა.
დოკუმენტი მოიცავს ამ დაავადების დიაგნოსტირებასა 0-დან 18 წლამდე და მისი მართვის პროცესს, მართვის ერთ-ერთ საშუალებად კი რეკომენდირებულია მედიკამენტი „ვოზორიდიტი“. სწორედ ამ პრეპარატის შემოტანას სთხოვენ მთავრობას დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები უკვე თითქმის ერთი წლია. როგორც საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელო სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვა, პრეპარატი დიდი ალბათობით ქვეყანაში მიმდინარე წლის შემოდგომაზე შემოვა. წამლის მწარმოებელ კომპანია „ბიომარინისთან“ მოლაპარაკების სიახლეებს საბჭოს ფორმატში მშობლები პირადად გაეცნენ.