შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. აქცია რუსთაველის გამზირზე დღეს ისევ 19:00 საათზე განახლდება. ორგანიზატორების ცნობით, პროტესტის 24-ე დღეს, თანამოაზრეებს ისევ საკანონმდებლო ორგანოსთან ელოდებიან. ელოდებიან ახალ სპიკერებსაც, რომლებიც დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილებს მიმართავენ. თუმცა გამოსვლები, როგორც დაანონსებულია, პოლიტიკური აქცენტებით ნაკლებად იქნება დატვირთული. აქციასთან ერთად, მოეწყობა თუ არა მსვლელობა, ეს ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის.