შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, აქცია დღეს კვლავ განახლდება

12:07, 13.07.2019

შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. აქცია რუსთაველის გამზირზე დღეს ისევ 19:00 საათზე განახლდება. ორგანიზატორების ცნობით, პროტესტის 24-ე დღეს, თანამოაზრეებს ისევ საკანონმდებლო ორგანოსთან ელოდებიან. ელოდებიან ახალ სპიკერებსაც, რომლებიც დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილებს მიმართავენ. თუმცა გამოსვლები, როგორც დაანონსებულია, პოლიტიკური აქცენტებით ნაკლებად იქნება დატვირთული. აქციასთან ერთად, მოეწყობა თუ არა მსვლელობა, ეს ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის.

 

მსგავსი