შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაცია

12:14, 20.05.2023

 შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლა პარლამენტში დაახლოებით ოთხ საათს გრძელდებოდა. ვახტანგ გომელაური ინტერპელაციის წესით, საკანონმდებლო ორგანოში შვიდი ოპოზიციონერი დეპუტატის დაბარების საფუძველზე იმყოფებოდა. შეკითხვები 7-8 მარტის აქციებს შეეხებოდა.

ოპოზიციის წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა მინისტრისაგან სურდათ პასუხების მოსმენა კითხვაზე: გადაამეტა თუ არა პოლიციამ უფლებამოსილებას მარტის დემონსტრაციებზე. გომელაურმა საპარლამენტო ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სამართალდამცველები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ და ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. მოსმენამ ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა.

მსგავსი