ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. ქალაქ თელ ავივში მთავრობის კანონპროექტი 200 ათასზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა. ბლოკირებული ავტომაგისტრალის გასახსნელად, ისრაელის პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. საპროტესტო აქციები ასევე ჩატარდა იერუსალიმში, ჰაიფაში და ბერშევაში. პროტესტის ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციებში საერთო ჯამში 600 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დემონსტრაციები, რომლებიც უკვე მე-11 კვირაა ტარდება, უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ მემარჯვენე ხელისუფლების გეგმებს ეწინააღმდეგება, რასაც კრიტიკოსები სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის საფრთხედ მიიჩნევენ. აქციების ფონზე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, მთავრობას სასამართლოს რეფორმის შეჩერებისკენ მოუწოდა.