ისრაელში საპროტესტო აქციები გრძელდება

15:23, 25.02.2024

სამხედრო მოქმედებებისა და მოლაპარაკებების პარალელურად, ისრაელში აქციები გრძელდება. ამჯერად დემონსტრაცია იერუსალიმში გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეები პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. ისინი მთავრობას აკრიტიკებდნენ და „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი 134 მძევლის დაბრუნებას ითხოვდნენ. დემონსტრანტები მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას ისრაელის პრემიერ-მინისტრს აკისრებენ. ანტისამთავრობო აქცია გაიმართა თელ-ავივშიც, სადაც მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. დაკავებულია ხუთი ადამიანი.

 

მსგავსი