საპროტესტო აქციები ისრაელში

ისრაელში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას და იმ 133 მძევლის გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომლებიც „ჰამასის“ ტყვეობაში 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ არიან. საპროტესტო აქციები გაიმართა როგორც თელ-ავივში, ასევე იერუსალიმში, ნეთანიაჰუს საცხოვრებელ სახლთან.