სააკაშვილის განცხადება - პოლიტიკოსების შეფასებები

უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარის განცხადებას, ოპოზიციის უწყვეტ პროტესტთან დაკავშირებით, შეფასებები უკვე მოჰყვა. ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები ამბობენ, რომ აქციებზე გამოსვლა, დემონსტრაციები და თუნდაც სხვადასხვა უწყების პიკეტირება, მათი კონსტიტუციური უფლებაა და სიტუაციის შესაბამისად, ოპოზიცია ამ უფლებით ისარგებლებს.

რაც შეეხება სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საკითხს, მისი თანაგუნდელები ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში მაშინ ჩამოვა, როდესაც ამისთვის შესაბამისი გარემო იქნება.