აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

საწვავის ფასების შემცირების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი. დაცვის მხარე შუამდგომლობის სახით ვიდეომასალის ამოღებას ითხოვს. პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში სოლიდარობის ნიშნად ბრალდებულების ახლობლები იმყოფებიან. დაკავებულებმა კვირას საწვავზე გაზრდილი ფასები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ, საავტომობილო გზაც გადაკეტეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროტესტის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.