თბილისში საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ

15:25, 27.03.2022

საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ ამ წუთებში თბილისში. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა მოაწყეს. მოქალაქეები ამბობენ, რომ საწვავის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ახლა კონკრეტული ქმედებების განხორციელებაა საჭირო. შეკრებილებმა აქციზის გაუქმება მოითხოვეს, რაც მათი თქმით, საწვავზე ფასების კლებას გამოიწვევს.

მსგავსი