20-21 ივნისს პარლამენტის წინ დაკავებულების ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა სააპელაციო სასამართლოში დღეს გაგრძელდება. ერთ-ერთი დაკავებული უკვე მიიყვანეს სასამართლოში, თუმცა სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა.
პარალელურად კი სასამართლოსთან დღეს აქციას მართავდნენ იურისტები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი და სამოქალაქო აქტივისტები. ისინი ამბობენ, რომ სასამართლომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც 305 პირიდან 121-ს ადმინისტრაციული წესით პატიმრობა შეუფარდა.
აქციის მონაწილეები აკრიტიკებენ მოსამართლე ლევან მურუსიძეს, რომელმაც საჩივრის განხილვისას რამდენიმე დაკავებული ადმინისტრაციული წესით კანონდამრღვევად ცნო.