ბლოგერი უჩა აბაშიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება

დაკავებული ბლოგერი უჩა აბაშიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. მის სახლში ჩხრეკა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, პარალელურად ჩხრეკა ჩატარდა უჩა აბაშიძის მეგობარი გოგოს სახლშიც. ადვოკატმა ის უკვე მოინახულა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, უჩა აბაშიძის სახლთან მივიდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები. ადგილზე იყო დაპირისპირება სამართალდამცველებთან. მოგვიანებით შეკრებილებმა გადაინაცვლეს ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გზის გადაკეტვა სცადეს, რა დროსაც, პოლიციამ დააკავა რამდენიმე პირი. მომხდარს სახალხო დამცველის აპარატი გამოეხმაურა.