ყვარელში აქციაზე დაკავებული პირების პროცესი გაიმართება

ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან ყვარელში მიმდინარე აქციისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული 16 პირი. კახეთში დღეს ყველა მათგანის სასამართლო პროცესი გაიმართება. ყვარელში ერთ-ერთ სასტუმროსთან, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სანქცირებული მოქალაქეები იმყოფებოდნენ, სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, რასაც აქციის მონაწილეების დაკავება მოჰყვა. აქციაზე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომელმაც საქართველოს მასშტაბით პერმანენტული აქციები დააანონსა. მისივე თქმით, რუსეთის სანქცირებულმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთისას პრობლემები შეექმნებათ.