აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ ეს პირები, საუბარია ქართველ მოსამართლეებზე, ჩართულები იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში, რომელიც მათ ამჟამინდელ და ყოფილ სასამართლო პოზიციებს უკავშირდება, – აცხადებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე.

ვედანტ პატელმა აღნიშნულის შესახებ შეერთებული შტატების მიერ მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძის მიმართ სანქციების დაწესებაზე საუბრისას აღნიშნა. მისივე თქმით, კორუფციამ კანონის უზენაესობას საქართველოში ძირი გამოუთხარა.