ყვარელში აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი იწყება

ყვარელში აქციაზე დაკავებულ პირებს აღმკვეთს შეუფარდებენ. ამ წუთებში გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, ყვარელში გამართულ აქციაზე დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი იწყება. გურჯაანის სასამართლოში როგორც აქტივისტები, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გადაყვანილები. დაკავებულების ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობას ედავება, თუმცა ისინი ბრალს არ აღიარებენ. გუშინდელი აქციების მიმდინარეობისას, სამართალდამცავებმა ჯამში 16 პირი დააკავეს, მათი პროცესები გურჯაანის, თელავისა და საგარეჯოს რაიონულ სასამართლოებში ეტაპობრივად გაიმართება.