საქართველოში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ძალადობრივ თავდასხმებს გმობს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი, ნედ პრაისე: „მთავრობა და სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულები არიან დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და ძალადობაში მონაწილე პირები პასუხისგებაში მისცენ“, – წერია განცხადებაში.
„აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მათი საკუთრების წინააღმდეგ თითოეულ მიზანმიმართულ თავდასხმას სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება“, – ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი ძალადობისა და დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების გაუქმების გამო შეშფოთებას გამოთქვამს, – ამის შესახებ ორგანიზაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ გენერალური მდივანი. ის ხელისუფლებას მოუწოდებს ძალადობის უკან მდგომი პირები დააკავოს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი კი „ტვიტერის“ გვერდზე წერს: „ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები, უზრუნველყოს დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოება, დასაჯოს თავდამსხმელები“.
თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, არასამთავრობო ორგანიზაცია გმობს მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას.
მოამბე