შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა არ შედგა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა არ შედგა. სხდომა, რომელიც 14 საათზე უნდა დაწყებულიყო,  ისე დაიხურა, რომ არც შეკითხვები დასმულა და შესაბამისად, არც ვახტანგ გომელაურის პასუხები მოგვისმენია. ოპოზიციის წარმომადგენლები ძალოვან მინისტრს შეძახილებითა და ფოტოებით დახვდნენ, რომელზეც „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას პორტრეტი იყო გამოსახული. ასევე თან ჰქონდათ პლაკატები ირაკლი ღარიბაშვილის ფოტოებით. ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების გამო, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტებს სიმშვიდისაკენ მოუწოდა და სხდომაზე ტექნიკური შესვენება ორჯერ გამოაცხადა, ამასთან, მედიისთვის განკუთვნილი ადგილიდან გადმოფენილი ბანერის ჩამოხსნა მოითხოვა.

გიორგი კობერიძე მოგვიყვება როგორ ვითარდებოდა მოვლენები საკანონმდებლო ორგანოში.