შს მინისტრი პარლამენტში - პოლიტიკური განცხადებები

უკომენტაროდ დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტის შენობა. ჩაინიშნება თუ არა ხელმეორედ მისი მოსმენა, ამ ეტაპზე უცნობია. პოლიტიკური ოპონენტები სხდომის ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. მწვავე განცხადებები უკვე საკანონმდებლო ორგანოს ფოიეში ისმოდა, სადაც ერთმანეთის მიყოლებით ოპოზიციური პარტიების თუ უმრავლესობის წევრები ჟურნალისტებთან კომენტარებს აკეთებდნენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი კითხვებს გაექცა.

მარიამ ბერძენიშვილი პოლიტიკოსების განცხადებებით.