აქცია თბილისის მერიასთან

აქცია თბილისის მერიასთან – „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა პერფორმანსი გამართეს და განაცხადეს, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის გამოყოფილი თანხა საკვებისთვის არაა საკმარისი.

პარტიის წევრებმა მერიასთან საკვების ის რაოდენობა მიიტანეს, რაც, მათი თქმით, დახმარების პაკეტითაა გათვალისწინებული. აქცია-პერფორმანსის დასრულების შემდეგ, „ლეიბორისტული პარტიის“ აქტივისტებმა, საკვები მერიასთან დატოვეს, რის გამოც ისინი დააჯარიმეს გარემოს დაბინძურებისთვის.