აქცია სოფელ მოხისში

მოხისის მოსახლეობა აუქციონის წესით მიწების გასხვისებას აპროტესტებს და ეკონომიკის სამინისტროსგან გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს. ამ მოთხოვნით, ადგილობრივები დღეს სოფელ მოხისში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. დასახლებაში 28 ჰექტარი იჯარით ექვს ოჯახს ჰქონდა აღებული და 20 წელზე მეტია აქ ერთწლიანი კულტურები მოჰყავდათ. ვადის გასვლის შემდეგ, როგორც თავად ამტკიცებენ, მათ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართეს. ასევე წერილი ეკონომიკის სამინისტროშიც გადაგზავნეს. თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს მიწის ფართობი აუქციონის წესით გასხვისდა, რასაც მოსახლეობა უკანონოდ მიიჩნევს. აქციის მონაწილეები შეხვდნენ ქარელის მუნიციპალიტეტის მერს და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატს. ზაალ დუგლაძე აცხადებს, რომ მიწა კანონიერად გასხვისდა და გამოსავალი ახლა ადგილობრივებისთვის სხვა ალტერნატიული ფართობის შეთავაზებაა.

მოამბე