მკვლელობა ქარელის მუნიციპალიტეტში

მკვლელობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწვერისში. მონადირის ტყვიამ მისივე თანასოფლელი იმსხვერპლა, რომელიც ტყეში, მდინარის ნაპირას თევზაობდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა შემთხვევითი გასროლის შედეგად მოხდა. თანასოფლელები ამბობენ, რომ ბრალდებულსა და დაღუპულს შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლითაა დაწყებული, თუმცა არ არის გამორიცხული, მუხლი გადაკვალიფიცირდეს. ბრალდებული დაკავებულია.