სოფელ მოხისის მოსახლეობა აუქციონის წესით მიწების გასხვისებას აპროტესტებს და ეკონომიკის სამინისტროსგან გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს. ამ მოთხოვნით ადგილობრივები დღეს სოფელ მოხისში შეიკრიბნენ.
სოფელში 28 ჰექტარი, 5-წლიანი იჯარით ექვს ოჯახს ჰქონდა აღებული და ერთწლიანი კულტურები მოჰყავდათ. ვადის გასვლის შემდეგ, მათ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართეს, მიიღეს თანხმობა და შემდეგ ეკონომიკის სამინისტროში, ვადის გაგრძელების მოთხოვნით, დოკუმენტაცია გადაგზავნეს. თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს მიწის ფართობი აუქციონის წესით გასხვისდა, რასაც ადგილობრივები უკანონოდ მიიჩნევენ.