აქცია ოფურჩხეთში

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოთხოვნით, აქცია გაიმართა წყალტუბოში. შეკრებილების განცხადებით, მიზანმიმართულად ხდება მშენებლობისთვის ხელისშეშლა. პროტესტის მონაწილეების თქმით, უწყვეტი აქციები ხეობაში საკვები პროდუქტის შეტანასაც უშლის ხელს.

ბრალდებებს ვარლამ გოლეთიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროტესტის მონაწილეების მიზანი, პროექტთან დაკავშირებით არსებული პრობლემების საზოგადოებისთვის გაცნობაა. მისივე თქმით, დღევანდელი აქცია ჰესის მშენებელი კომპანიისგან არის მართული.

მოამბე