წყალტუბოს რეაბილიტაცია

როდის დაიბრუნებს კურორტი წყალტუბო ძველ სიდიადეს. სახელმწიფომ 14 სანატორიუმი საპრივატიზაციოდ გამოიტანა.

გეგმის განხორციელებით ნავარაუდევია, რომ კურორტში 500 მილიონი ლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია ჩაიდება. წყალტუბოს განვითარების კონცეფცია დამუშავებულია. ეკონომიკის სამინისტრო ახლა კერძო ინვესტორებთან მუშაობს. აცხადებენ, რომ საპრივატიზაციო ობიექტების მიმართ გარკვეული ინტერესი უკვე არსებობს.