აქცია „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ

„ნამახვანჰესის“ მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა. სამთვიანი პაუზის შემდეგ, რიონის ხეობაში ტექნიკა პოლიციის თანხლებით შევიდა, რასაც ხმაური მოჰყვა. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ პოლიციამ მათ კარვის აღება მოსთხოვა. მათივე ინფორმაციით, იგეგმება ჯვრის დემონტაჟი, რომელიც რამდენიმე თვის წინ აღმართეს. მოსახლეობა ფიქრობს, რომ ეს პროექტი საფრთხის შემცველია.

თავის მხრივ, საგანგებო განცხადება გაავრცელა ნამახვანის ჰესების კასკადის განმახორციელებელმა კომპანიამ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ პროექტის დაწყებისთანავე არაერთხელ ჩაატარა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან. ასევე, იყო სურვილი, რომ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მხარესთან გამართულიყო შეხვედრები, თუმცა, კომპანიაში განმარტავენ, რომ შეხვედრა ნეგატიურად განწყობილი მოქალაქეების რადიკალური პოზიციის გამო ვერ შედგა.

რაც შეეხება მთავრობის პოზიციას, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტი ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს.